2015 წლის პირველი ტური ყაზბეგში და საოცარი ისტორია ერთ ლეგენდაზე, რომელიც რეალური აღმოჩნდა..
დილით თბილისიდან გასვლისას, ჟინვალისკენ მიმავალ გზაზე გადასვლისთანავე საოცარი ძალით დაიწყო წვიმამ, ვიფიქრეთ რომ ყველაზე მთავარი რაც ამ მოგზაურობას ხიბლს უკარგავდა - ამინდში არ გაგვიმართლა. თუმცა მაინც მხიარულად შევუდექით გუდაურის გზას. გუდაურში ასვლამდე კი მოვასწარით ერთმანეთის კარგად გაცნობაც..
გუდაურის გადასახედზე ძლიერი ნისლი თოვლი დაგვხვდა, შეუძლებელი იყო ყაზბეგის მწვერვალების ხედებით ტკბობა, რაც კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას ქმნიდა. თუმცა ჩვენ აღმოვჩნდით ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ ეგუებიან პრობლემებს, იყენებენ ყველა საშუალებას მცირედშიც კი იპოვნონ ბედნიერება..
სწორედ აქ დაიწყო ლეგენდის ისტორიაც.
მოგეხსენებათ, გუდაურის გადასახედი სხვადასხვა მხატვრული ორნამენტებით და ნიმუშებით არის მორთული (მათ შრის მზის, ვარსკვავების, მთვარის და სხვა ციური სხეულების გამოსახულებები), რაც ბურუსის ფონზე ერთადერთ თავშესაქცევ საყურებლი გამოდგა. ჩვენც უცებ მოვიფიქრეთ გასართობი და შევქმენით ლეგენდა - "იმ დროს, როდესაც ნისლი მოიცავდა სამყაროს კარგი ამინდის მოსასვლელად მხოლოდ ერთი გზა დარჩებოდათ ადამიანებს, რამდენიმე თოვლის გუნდა ციური სხეულებისთვის უნდა მოეხვედრებინათ, ხოლო რომელ ციურ სხეულსაც მოხვდებოდა,იმის შესაბამისი ამინდი მოევლინებოდა ქვეყნიერებას" ჩვენ და ბედად მზესაც მოვახვედრეთ რამდენიმე გუნდა. გზად რამდენიმე გვირაბი გავიარეთ, რაც ხუმრობით მთვარეს დავაბრალეთ, ხოლო როცა უკვე სტეფაწმინდისკენ გადავედით მშვენიერი ამინდი დაგვხვდა :d
ასე ახდა ჩვენი ლეგენდა, ვესტუმრეთ დარიალის ხეობას, დარიალის ეკლესიას, დავლაშქრეთ ოდნავ დათოვლილი გერგეტის სამება, სიგრილე, ცაზე მცირე ღრუბელი, გერგეტიდან პიკნიკი კოცონთან ელიას ტყეში, ჩვენ წინ მყინვარწვერის და გერგეტის სამების მზით განათებული ხედი.. თბილისისკენ მომავალ გზაზე ვესტუმრეთ სოფელ სნოს. ავედით სნოს ციხეზე. დავუბრუნდით თბილისს
კიდევ ერთხელ კიდევ ერთი მადლობა ლეგენდას, რომელმაც დღეს ასე გაგვამხიარულა ))))
No comments:
Post a Comment